ვერ ვიტან...

Tuesday, September 19, 2006

მეც გავამდიდრებ რა ”ვერ ვიტან” სიას..?

ვერ ვიტან:
კარაქს და თაფლს. აგრეთვე იმ გარემოებას, როცა პურზე ორივეს ერთად ატყეპებენ. ან ხიზილალას აფუჭებენ კარაქით;
როცა ვიღაცა ურიგოდ და უტიფრად ერჭობა იქ, სადაც უამარავი ადამიანი დგას;
მეზიზღება გამოთქმა - ”სიხარულო”;
ზამთარს, სიცივეს და თოვლს;
ბოკერიას, ნათელაშვილს და განსაკუთრებული ”ლ”-ს მქონე ადამიანებს;
რუსულ ესტრადას;
სერიალებს, რომლებიც ისე მაცოფებს, რომ მზად ვარ ფანჯრიდან გადავაგდო მაყურებელი;
გამყიდველს, რომელიც ყიდის ფენოვანს, ხაჭაპურში ყველი არ არის და მაინც, რომ გიმტკიცებს - ყველით არის გატენილიო;
”სანტექნიკები”, ”მალიარები” და ზოგადად ყველა ხელოსანი;
როცა ავტობუსის გაჩერებას ითხოვენ იქ, სადაც ეს არ შეიძლება;
როცა მარშუტკას აჩერებენ და ეკითხებიან - ჭავჭავაძეზე ან რუსთაველზე თუ გადიხარო;
”კეთილ ბოზებს”;
ნარკომანებს და შრპიცებს, რომ ყრიან სადარბაზოებში ან ეზოებში;
ტყლარჭვის პროცესებს, როცა აშკარად ხედავ, რომ უსაქმობის და უცოდინრობის გამო რომელიმე ზემდგომი იფხორება და ”ვითომ კომენტარებს” აკეთებს;
ქართულ ვებ-სივრცეს, რომელიც ტყუილებით არის სავსე.